მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილმა შოკებმა გაგვაძლიერა - მეფრინველეობის ასოციაცია

კვერცხი

"რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილმა შოკებმა გაგვაძლიერა და ახლა მცირე რყევები ჩვენზე გავლენას ვეღარ ახდენს", - ამის შესახებ მეფრინველეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზურაბ უჩუმბეგაშვილმა bm.ge-სთან განაცხადა.

უჩუმბეგაშვილის თქმით, სექტორმა მიიღო გამოცდილება, რომლითაც მცირე რყევები გავლენას ვეღარ ახდენს. დიდი შოკები ბოლო პერიოდში არ ყოფილა და ამის გამო, პროდუქციაზე ფასების ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

"ბოლო რამდენიმე თვეა განსაკუთრებული ცვლილება არ ყოფილა. არც ლარის კურსი შეცვლილა, არც მარცვლეული ფასი და კომუნალური გადასახადების ცვლილებასაც არსებითი გავლენა ვერ ექნება. ცხადია, ყველა მერყეობა და ცვლილება აისახება ჩენს სექტორზე, თუმცა არა იმ დოზით, რომ ფასები შემცირდეს, ან გაიზარდოს.

ჩვენი ძირითადი თავის ტკივილი ბოლო 2-3 წელი მარცვლეულის ფასი იყო, თუმცა პანიკური მოლოდინები რაც გასულ წლებში გვქონდა აღარ არის. ვისწავლეთ, რა პერიოდში უნდა მოვიმარაგოთ ხორბალი და რა პერიოდში სიმინდი. რუსეთის მიერ ხელოვნურად შექმნილმა შოკებმა გაგვაძლიერა და ახლა მცირე რყევები ჩვენზე გავლენას ვეღარ ახდენს. ამაში ვგულისხმობ ლარსის რამდენჯერმე ჩაკეტვას და მარცვლეულზე ასევე დაწესებულ საბაჟო გადასახადს. შედეგად, ახლა სეზონზე ვიღებთ კრედიტებს, ვიკეთებთ ქართული პროდუქციით მარაგს და შემდეგ მთელი წელი მხოლოდ ამ მარაგების შესავსებად ვახორციელებთ რუსეთიდან შესყიდვებს.

წარმოებისთვის ერთადერთი და მოუგვარებელი პრობლემა ისევ იმპორტია. უსამართლობა, თუ არ ვიცი რა უნდა დავარქვა. ვყიდულობთ პროდუქტს, რომელიც არ გვჭირდება და ჩვენი პროდუქცია არ ვიცი სად გავყიდოთ",- განაცხადა უჩუმბეგაშვილი.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველომ 2023 წელს 62,242 მლნ ცალი (7.3 მლნ აშშ ლარი) კვერცხი იყიდა, 2023 წელს კი, 36,550 მლნ ცალი (5.3 მლნ აშშ დოლარი). მთავარი იმპორტიორი თურქეთია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები