მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რუსეთის მიერ სტარტაპებში განხორციელებული ინვესტიციები ჯერ არ გამიგია“ - ქეთევან ებანოიძე

კეტ

„რუსეთის მიერ სტარტაპებში განხორციელებული ინვესტიციები ჯერ არ გამიგია“ - ამის შესახებ კომპანია Impact HUB Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა, ქეთევან ებანოიძემ „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, „რუსული კანონის“ მიღების და შედეგად არსებული ვითარების ფონზე, სტარტაპების უმრავლესობა შეშფოთებულია მთავრობის გადაწყვეტილებით და ამასთან შეგუებას არ აპირებენ.

„იმიტომ, რომ ჩვენი კურსი არის დასავლეთისკენ, მათ გამოცდილებას ვიზიარებთ, ძირითადად მათ ინვესტიციებზე ვდგავართ. ჩვენ თუ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობა აღარ გვექნება, რუსეთის მიერ განხორციელებული ინვესტიციები სტარტაპებში მე ჯერ არ გამიგია, არც გვინდა, მითუმეტეს იმ სტარტაპებს რომლებიც დღეს აქტიურები და წარმატებულები ვართ,“ - ამბობს ქეთევან ებანოიძე.

მისივე თქმით, რა მოცემულობაშიც საქართველო ბოლო 2 თვეა იმყოფება, სცდება ყოველგვარ პოლიტიკას. მისი მოსაზრებით, ხელისუფლებამ დაუსვა წერტილი იმ გეზს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს და რაც გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციით.

„არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროს წარმოვადგენთ, ყველამ უნდა დავიკაპიწოთ ხელები, უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის, რათა გავხდეთ სრულფასოვანი წევრები ევროკავშირის,“ - აღნიშნა ქეთევან ებანოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები