მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის მოსახლეობა 2024 წელს 0,6 მლნ-ით შემცირდა

რუსეთი მოსახლეობა

რუსეთში მოსახლეობის ბუნებრივი კლება 2024 წელს 20.4%-ით გაიზარდა 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით და 596 200 შეადგინა, მაშინ როცა 2023 წელს ეს რიცხვი 495 200 იყო - ანუ ამდენი ადამიანით შემცირდა რუსეთის მოსახლეობის რიცხვი. ასეთია რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის "როსტატის" მონაცემები.

რუსეთის ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, ქვეყანაში 2024 წელს დაბადებულთა რაოდენობა ჯამში წლიურად 3,4%-ით შემცირდა და 1 მლნ 222 400 ათასი შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2023 წელს 1 მლნ 264 900 იყო.

ამის პარალელურად გაიზარდა გარდაცვალების შემთხვევები. კერძოდ, 2024 წელს ზრდა ამ მხრივ 3.3% იყო, როცა რუსეთში 1 მლნ 818 600 ადამიანი გარდაიცვალა. 2023 წელს კი გარდაიცვალა 1 მლნ 760 200 ადამიანი.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, "როსტატის" მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში მოსახლეობის შემცირების ტემპმა 8.3%-ით დაიკლო და კლებამ 118 900 ადამიანი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წლის იანვარ-თებერვალში მოსახლეობა 129 700-ით შემცირდა.

ცნობისთვის, 2025 წლის 1 იანვრის მონაცემებით, რუსეთში 146 119 900 ადამიანი ცხოვრობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები