მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის მთავრობამ META-ს "ტერორისტული და ექსტრემისტული" ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა

63455e3c59992
გიორგი თოლორდავა
11.10.22 16:17
924
რუსეთის ფედერაციის საბანკო-საფინანსო სექტორის მარეგულირებელმა ორგანო როსფინმონიტორინგმა ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Meta Platforms-ს „ტერორისტული და ექსტრემისტული“ ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭა.

Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელი კომპანიის ექსტრემისტულ ორგანიზაციათა სიაში დამატება Meta-ს დაუმორჩილებლობასთანაა დაკავშირებული.

მარეგულირებლის განმარტებით, მიუხედავად მთავრობის მოთხოვნისა, Meta საკუთარი პლატფორმებიდან არ შლიდა „პროპაგანდისტულ და რუსოფობიულ“ მასალებს, რითაც ხელს უწყობდა დასავლეთის მასშტაბით ანტირუსული განწყობის გაღვივებას და რუსეთის მასშტაბით დეზინფორმაციის გავრცელებას.

ცნობისთვის, ომის დაწყებიდან მალევე პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყნის მასშტაბით Facebook-ისა და Instagram-ის ოპერირება აკრძალა.

Meta-ს განმარტებით, ამერიკულ სოციალურ ქსელს სიტყვის თავისუფლების მაღალი სტანდარტები აქვს და მიუხედავად კრემლის მოთხოვნებისა, ის არ ექვემდებარება რუსეთის მთავრობის ცენზურას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები