მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მთავრობას კრიპტო კომპანიების საერთაშორისო სანქციებისგან დაცვა სურს

639c208994810
გიორგი თოლორდავა
16.12.22 23:38
667
რუსეთის ფედერაციის მთავრობას დასავლეთის მიერ დაწესებული ფინანსური სანქციებისგან ადგილობრივი ციფრული პლატფორმებისა და კრიპტო კომპანიების დაცვა სურს.

ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ახალი რეგულაცია მიიღო, რომელიც კრიპტო და ციფრული აქტივების ინდუსტრიაში არსებული კომპანიებისთვის აუქმებს პერიოდული ანგარიშგების წარმოდგენის და მონაცემების გასაჯაროების ვალდებულებას.

კანონპროექტის ინიციატორების შეფასებით, აღნიშნული ცვლილება შეამსუბუქებს რეგულატორულ წნეხს ციფრულ ინდუსტრიაში წარმოდგენილ კომპანიებზე, გარდა ამისა, დასავლეთის მიერ მათი აღმოჩენა და იდენტიფიცირება მნიშვნელოვნად გართულება, რაც მათ სანქციების თავიდან არიდების საშუალებას მისცემს.

საქმე ისაა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალურმა კრემლმა კრიპტოაქტივებთან მიმართებით პოზიცია რადიკალურად იცვალა და აკრძალვის ნაცვლად, ლეგალიზაციის პოლიტიკაზე გადაერთო. გარდა ხელსაყრელი მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნისა, კრემლი ამჟამად აქტიურად მუშაობს საერთაშორისო გადახდების პროცესში ბლოკჩეინის ინტეგრირებაზე, აღნიშნულ ინიციატივაზე პრეზიდენტმა პუტინმა მთავრობის სხდომაზეც ისაუბრა.

საერთაშორისო ტრანზაქციებში კრიტპოვალუტების გამოყენების ინიციატივას ახლა უკვე რუსეთის ცენტრალური ბანკიც მხარს უჭერს, რომელიც გასულ წელს ციფრული აქტივების აკრძალვას მოითხოვდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები