მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის მხარეს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ლარსის“ საბაჟო შეფერხებით მუშაობს - განცხადება

615d724a2024e
ვიქტორია მღებრიშვილი
06.10.21 13:57
1174

„ლარსის“ საბაჟო შეფერხებით მუშაობს - ინფორმაციას ამის შესახებ შემოსახველების სამსახური ავრცელებს. უწყებაში საბაჟო-გამშვები პუნქტის შეფერხებით მუშაობის მიზეზებს განმარტავენ.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს, "ლარსის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე მიმდინარე სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა/გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელება მიმდინარეობს შეფერხებით.


აქვე აღვნიშნავთ, რომ რუსეთის ფედერაციის მხარეს სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე, საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ყაზბეგი“, ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით იმუშავებს. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად მოხდება (ზემოაღნიშნული მიზეზით, რუსეთის მხარე ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო ტვირთბრუნვის უწყვეტი ნაკადის მიღებას)“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგი“ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში 1 000-ზე მეტი სატვირთო ავტომობილის გატარება არის შესაძლებელი.

ასევე, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, აქტიურად მუშაობს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტომობილების რიგების აღმოსაფხვრელად, რათა მეზობელი სახელმწიფოებიდან რუსეთის ფედერაციისა და შუა აზიის ქვეყნების მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის განისაზღვროს ალტერნატიული მოძრაობის მარშრუტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები