მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი წლიურ პროგნოზს ივლისის თვეშივე გასცდა

რუსეთი
BM. GE
11.08.25 23:45
206

2025 წლის ივლისის ბოლოს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტმა $61 მილიარდს მიაღწია. ეს მაშინ, როცა წლის დასაწყისში წლიური პროგნოზი $47.3 მილიარდით განისაზღვრა. შესაბამისად, სულ რაღაც 7 თვეში მაჩვენებელმა მთლიანი წლის მოლოდინს უკვე გადააჭარბა, თანაც 30%-ით.

განსაკუთრებულად ვითარება ივლისის თვეში დამძიმდა, როცა საბიუჯეტო დეფიციტი $14.9 მილიარდით გაიზარდა. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი ნავთობის გაყიდვებიდან ყოველთვიური შემოსავლის შემცირება და გაზრდილი ხარჯებია.

ცნობისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს სახელმწიფო ხარჯები 20%-ითაა გაზრდილი, შემოსავლების ზრდის მაჩვენებელი კი მხოლოდ 2.8%-ს აღწევს. ეკონომისტების შეფასებით, საბიუჯეტო დისბალანსი ერთმა რამ განაპირობა. სახელმწიფო მოელოდა, რომ წარმოუდგენლად გაზრდილ სამხედრო ხარჯებს ენერგოპროდუქტებით ვაჭრობით დაფარავდა.

ახლა კი რუსეთის ხელისუფლებას ხელი აქვს გაკავებული, რადგან მიმდინარე ომის გამო წარმოებას ვერ ამცირებს, შემოსავლები კი საგრძნობლადაა შემცირებული. გავრცელებული ინფორმაციით, დეფიციტის პრობლემას ხელისუფლება შემოდგომაზე მიუბრუნდება და ბიუჯეტი ისე გადაიხედება, რომ მოხერხდეს წლიური დისბალანსის აღდგენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები