რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა, რომელიც ქვეყნის ლიდერი მინიმუმ 2030 წლამდე იქნება.
როგორც მოსალოდნელი იყო, სამდღიან არჩევნებში პუტინმა ხმათა 87% მოიპოვა. მოქმედი პრეზიდენტის გარდა, არჩევნებში ლეონიდ სლუცკი, ვლადისლავ დავანკოვი და ნიკოლაი ხარიტონოვი მონაწილეობდნენ, თუმცა რთულია მათ პუტინის რეალური კონკურენტები ვუწოდოთ.
პუტინის განცხადებით, მომდევნო წლის განმავლობაში მისი მთავარი მიზანი უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვება და რუსეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერება იქნება.