მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის საწარმოო აქტივობა მკვეთრად გაიზარდა

წარმოება

რუსეთის ფედერაციაში საწარმოო აქტივობის მკვეთრი ზრდა ფიქსირდება და დეკემბერში PMI-ინდექსმა 54.6 პუნქტი შეადგინა, რაც 7-წლიანი მაქსიმუმია.

ამ ინდექსის ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში არსებული ქარხნები და საწარმოები იმაზე მეტი პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფენ, ვიდრე ადრე. თავად ეს მოცემულობა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთში პროდუქციის ექსპორტი შეზღუდეს, ქვეყანა კი იძულებული გახდა, რომ იმპორტი ეროვნული წარმოებით ჩაენაცვლებინა.

ზრდის ყველაზე მკვეთრი დინამიკა მძიმე მრეწველობისა და სამხედრო ტექნიკის წარმოების კუთხით ფიქსირდება, რაც უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელებითაა განპირობებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები