მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

636bce4e6ea6f
ალა ისპირიანი
09.11.22 19:55
1726
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

BBC-ის ინფორმაციით, შოიგუმ ჯარების გაყვანის ბრძანება რუსეთის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ გასცა.

შეგახსენებთ, რომ სუროვიკინმა საკუთარ მოხსენებაში ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ხერსონში მყოფი დაჯგუფებების მომარაგება და ეფექტური ფუნქციონირება ვერ ხდება.

სუროვიკინს ოკუპირებული ხერსონიდან რუსული ჯარების გაყვანის დასრულების ზუსტი დრო არ დაუსახელებია, მაგრამ თქვა, რომ უახლოეს მომავალში დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები