რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული საჰაერო თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოვიდა.
„მაღალი სიზუსტის თავდასხმის შედეგად სამხედრო ინფრასტრუქტურა, საჰაერო თავდაცვის ობიექტები, სამხედრო აეროდრომები და უკრაინის შეიარაღებული ძალების ავიაცია მწყობრიდან გამოდის“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ინფორმაციას რუსული გამოცემები უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
უწყების მტკიცებით: უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის საშუალებები ჩახშობილია;
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ბაზების სამხედრო ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოყვანილია;
უკრაინელი მესაზღვრეები რუსულ ქვედანაყოფებს წინააღმდეგობას არ უწევენ;
BBC-ი წერს, რომ ეს ინფორმაცია ეწინააღმდეგება უკრაინული სამხედრო ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ისინი ირწმუნებიან, რომ ქვეყნის საჰაერო ძალები თავდასხმებს იგერიებენ, სამხედროების კი თავდაცვის პოზიციებს ინარჩუნებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა მდგომარეობას „კონტროლირებადი“ უწოდა.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვლის დილას რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის სპეციალურ მიმართვაში დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის შესახებ განაცხადა. უკრაინაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს რუსეთის სახმელეთო სამხედრო ძალებმაც. დილიდან აფეთქებების ხმა ისმის ხარკოვსა და კიევში.




























