მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის თავდასხმებით უკრაინის ენერგეტიკამ $56 მილიარდის ზარალი მიიღო

უკრაინა

ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსული სამხედრო ძალების სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაა. ამ ეტაპზე, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეზღუდული აქვს ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მიწოდება.

კიევის ეკონომიკის სკოლის შეფასებით, რუსული სამხედრო ძალების მიერ უკრაინის ენერგეტიკული სისტემისათვის მიყენებული ზარალის მოცულობა 56 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც მოიცავს: განადგურებულ სადგურებს, დაზიანებულ სადენებს, მწყობრიდან გამოსულ გენერაციის ობიექტებს და გადამცემ ხაზებს.

ამასთან, ომის შედეგად, უკრაინამ დაახლოებით 15 გიგავატის მოცულობის ელექტროენერგიის გენერაციის სიმძლავრე დაკარგა.

ენერგეტიკული სისტემა ერთ-ერთ ყველაზე მარტივად მოწყვლად სამიზნედ ითვლება, რომლის დაზიანება, ფაქტობრივად, მთელ ქვეყანას აყენებს ზიანს, ამიტომ რუსი სამხედრო ძალები ბოლო პერიოდის განმავლობაში სწორედ ამ ტიპის ობიექტებს უტევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები