მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის თავდასხმის შედეგად, ზაპოროჟიეს მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

რუსული თავდასხმა

რუსული თავდასხმის შედეგად, ქალაქ ზაპოროჟიესა და ზაპოროჟიეს ოლქის მნიშვნელოვანი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებში კი ვითარება კვლავ რთული რჩება. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა.

„კომბინირებული შეტევის შედეგად, დაზიანდა სს „ზაპოროჟჟიაობლენერგოს“ ობიექტები, რამაც გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა რეგიონულ ცენტრში და ზაპოროჟჟიის ოლქში მომხმარებელთა დიდი რაოდენობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, სუმისა და ჩერნიგოვის ოლქებში ვითარება კვლავ რთული რჩება.

„აქ ელექტროენერგიის ყოველსაათიანი გათიშვის გრაფიკი კვლავ მოქმედებს. ენერგეტიკოსები შეზღუდვების შესამცირებლად მუშაობენ“, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ ამჟამად, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შეგახსენებთ: 5 ოქტომბერს, რუსეთმა უკრაინაში 50-ზე მეტი რაკეტა და დაახლოებით 500 დრონი გაუშვა. თავდასხმის ობიექტი იყო ლვოვი, ივანო-ფრანკოვსკი, ზაპოროჟიე, ჩერნიგოვი, სუმი, ხარკოვი, ხერსონი, ოდესა და კიროვოგრადი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები