მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვის მოცულობამ $650 მილიარდს მიაღწია

ბანკი

ოფიციალური უწყების ინფორმაციით, რუსეთის ცენტრალური ბანკის მფლობელობაში არსებული აქტივების საერთო მოცულობამ 650 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით $8.5 მილიარდით გაზრდილი მაჩვენებელია.

როგორც მარეგულირებელი განმარტავს, ზრდის განმაპირობებელი ძირითადი მიზეზი საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს გაძვირებაა, რომელსაც რუსულ რეზერვში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული $650 მილიარდიდან პორტფელის თითქმის ნახევარი დასავლურ იურისდიქციაშია გაყინულია და ცენტრალურ ბანკს მასთან წვდომა არ აქვს, თუმცა ის ფინანსურ ანგარიშგებაში მაინც აღირიცხება და რუსეთის მთავრობის ბალანსზე რჩება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები