მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 21%-ზე დატოვა

რუსეთის ცენტრალური ბანკი

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების და რეფინანსირების განაკვეთის 21%-ზე უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

აღნიშნული გადაწყვეტილება ბაზრისათვის მოულოდნელი იყო, რადგან ანალიტიკოსები განაკვეთის 23%-მდე გაზრდას ელოდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მოსკოვში მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივლისამდე რეფინანსირების განაკვეთი 7.5% იყო, თუმცა მას შემდეგ ეროვნული ბანკი გამკაცრების პოლიტიკაზე გადაერთო და განაკვეთი 21%-მდე გაზარდა. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის მიზეზი სამომხმარებლო ფასების არასტაბილურობაა, მოგეხსენებათ, ქვეყანაში ისევ დიდ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რომელიც წლიურად 9%-ის ფარგლებში მერყეობს.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მაღალი ინფლაციისა და ვალუტის კურსის მერყეობის გამო, რუსულ კომპანიებს ბიზნესგეგმის შედგენა და სამომავლო პროგნოზების გაკეთება უჭირთ, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები