მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი 21%-ზე დატოვა

რუსეთის ცენტრალური ბანკი

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების და რეფინანსირების განაკვეთის 21%-ზე უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივლისამდე რეფინანსირების განაკვეთი 7.5% იყო, თუმცა მას შემდეგ ეროვნული ბანკი გამკაცრების პოლიტიკაზე გადაერთო და განაკვეთი 21%-მდე გაზარდა. რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის მიზეზი სამომხმარებლო ფასების არასტაბილურობაა, მოგეხსენებათ, ქვეყანაში ისევ დიდ გამოწვევად რჩება ინფლაცია, რომელიც წლიურად 9.9%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ცენტრალური ბანკის სამიზნე 4%-იან მაჩვენებელს.

ცენტრალური მარეგულირებლის პროგნოზით, 2025 წლის განმავლობაში ქვეყანაში ინფლაცია 7-8%-ის ფარგლებში იქნება; 2026 წლიდან კი CPI-ის მაჩვენებელი 4%-ის ფარგლებში დასტაბილურდება.

დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და რეალური ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალია. ამ მოსაზრებას ამყარებს ის მოცემულობაც, რომ ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების განაკვეთი 21%-ს შეადგენს, რაც წესით 9.9%-იანი ინფლაციის პირობებში, უჩვეულოდ მაღალია. როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები აღნიშნავენ, ქვეყანაში ყველა იმ ტიპის საქონელი მკვეთრადაა გაძვირებული, რომელიც იმპორტზეა დამოკიდებული, განსაკუთრებით დრამატული ზრდა კი ტექნიკის და ავტომობილების მიმართულებით ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები