მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

ბანკი

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების და რეფინანსირების განაკვეთის 100 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ინტერვენციის შედეგად, რუსეთში განაკვეთმა 17% შეადგინა, ნაცვლად აქამდე არსებული 18%-ისა.

ცენტრალური ბანკის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება დასტაბილურებული ინფლაციით არის განპირობებული, რომელიც, მართალია, მზარდია, თუმცა რეფინანსირების განაკვეთით დაფარულ ზონას არ სცდება.

ცენტრალური ბანკის პროგნოზით, წელს ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზრდა 1.5%, ნაცვლად აქამდე პროგნოზირებული 2.5%-ისა.

ამასთან, ოფიციალური პროგნოზით, 2025-27 წლებში სამთავრობო დეფიციტის საერთო მოცულობა 133 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც თანამედროვე რუსეთის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული ანტირეკორდი იქნება.

ვალის საკითხს რაც შეეხება, რუსეთის მთავრობა კერძო ინვესტორების, ბანკების და ეროვნული სიმდიდრის ფონდის წინაშე $60 მილიარდის შიდა ვალის აღებას აპირებს, რაც ასევე მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები