მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა

რუსეთის ცენტრალური ბანკი

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების და რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ინტერვენციის შედეგად, რუსეთში განაკვეთმა 16% შეადგინა, ნაცვლად აქამდე არსებული 16.5%-ისა.

ცენტრალური ბანკის განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება დასტაბილურებული ინფლაციით არის განპირობებული, რომელიც ამჟამად ოფიციალურად 6.7%-ს შეადგენს.

ცენტრალური ბანკის პროგნოზით, წელს საშუალო ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალი იქნება, ხოლო ეკონომიკური ზრდა 0.9%, ნაცვლად აქამდე პროგნოზირებული 1.5%-ისა.

ამასთან, ოფიციალური პროგნოზით, 2025-27 წლებში სამთავრობო დეფიციტის საერთო მოცულობა 133 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც თანამედროვე რუსეთის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული ანტირეკორდი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები