მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნები აფხაზეთის დამოუკიდებლობას ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის შემდეგ აღიარებენ - კან ტანია

აფხაზეთის ე.წ. დროშა

"რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნები აფხაზეთის დამოუკიდებლობას ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნის შემდეგ აღიარებენ", - მიიჩნევს რუსეთში დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩის მრჩეველი, კან ტანია. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TASS_ი ავრცელებს.

"როდესაც გავლენის ახალი ზონების ფორმირების პროცესი დასრულდება, ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის დახმარებით, სხვა ქვეყნებთან, რომლებიც გეოპოლიტიკურად რუსეთის ბლოკს შეუერთდებიან, ურთიერთობების დამყარებას შევძლებთ", - განაცხადა კან ტანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები