მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

რუსეთის ეკონომიკა

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის ოფიციალური პროგნოზი 2.5%-დან 1.5%-მდე შეამცირა. უწყების განმარტებით, მკვეთრად გაზრდილი სამხედრო ხარჯებისა და მაღალი საპროცენტო განაკვეთების ფონზე, კრედიტის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ეკონომიკური ზრდის დინამიკას პირდაპირ აფერხებს.

მაგალითად, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რეალური ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად შენელდა: წინა წლის 4%-იანი ზრდის ნაცვლად წელს მხოლოდ 1.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზიც მსგავს ტენდენციაზე მიუთითებს და ორგანიზაციის შეფასებით, რუსეთის ეკონომიკა 2025 წელს მხოლოდ 0.9%-ით გაიზრდება, რაც კიდევ უფრო სუსტი მაჩვენებელია, ვიდრე ფინანსთა სამინისტროს და ცენტრალური ბანკის ოფიციალური შეფასება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები