მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის შეტანა აკრძალა - დე ფაქტო მთავრობა

მანდარინი
06.12.24 18:10
2246

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ვალერი ბგანბას ინფორმაციით, რუსეთმა აფხაზეთიდან მანდარინის შეტანა აკრძალა.

„რუსულმა მხარემ აფხაზეთიდან მანდარინის შეტანა აკრძალა, სანიტარული სამსახურების გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით“, - განაცხადა მან.

ვალერი ბგანბას სიტყვებით, ოკუპირებული აფხაზეთის სანიტარული სამსახური ციტრუსში მავნე მწერების აღმოჩენას უარყოფს.

"სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ფენებზე, რომლებიც ამ მოსავლით ცხოვრობენ“, - განაცხადა ბგანბამ.

ამასთან, Rosselkhoznadzor-ში Sputnik-ს განუცხადეს, რომ აფხაზეთიდან რუსეთში ციტრუსის იმპორტზე არანაირი აკრძალვა არ არსებობს

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს ფინანსური დაფინანსება ყველა მიმართულებით შეუჩერა. როგორც დე ფაქტო პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ განაცხადა, არის სერიოზული საფრთხე იმისა, რომ ე.წ. საჯარო სექტორის მოქალაქეები ხელფასებს ვეღარ აიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები