მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალში საწვავის ექსპორტი შეაჩერა

საწვავი

რუსეთის მთავრობამ ქვეყნიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტის დროებით აკრძალვაზე გამონაკლისების სია შეცვალა. ცვლილების მიხედვით, საწვავის ექსპორტი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალშიც აიკრძალება. ახალი დოკუმენტი რუსეთის სამართლებრივი აქტების ოფიციალური გამოქვეყნების ვებგვერდზე უკვე ატვირთულია.

დოკუმენტში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მიშუსტინი აწერს, ჩანს, რომ "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი" გამონაკლისი ქვეყნების სიაში აღარაა. 

21 სექტემბერს რუსეთის მთავრობამ საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, მათ შორის, საქართველოში. რუსეთის მთავრობის პირვანდელი დადგენილების თანახმად, რამდენიმე გამონაკლისი არსებობდა. აკრძალვა არ უნდა შეხებოდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები