მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა აზოტოვანი სასუქების ექსპორტზე შეზღუდვა 2022 წლის ბოლომდე გაახანგრძლივა

6296227e1f233
ვიქტორია მღებრიშვილი
31.05.22 20:00
1110
რუსეთის ხელისუფლებამ აზოტოვანი სასუქების ექსპორტის კვოტირების მექანიზმი მიმდინარე წლის ბოლომდე გაახანგრძლივა. შესაბამისი ბრძანების ხელმოწერის შესახებ ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, შეზღუდვა 1 ივლისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

რუსეთიდან აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მოცულობა 8.3 მლნ ტონით არის განსაზღვრული, ხოლო რთული აზოტოვანი სასუქების - 5.9 მლნ ტონას მცირდით აღემატება.

აღსანიშნია, რომ რუსეთის მიერ გასულ წელს აზოტოვანი სასუქების ექსპორტზე დაწესებული კვოტები ძალაში 31 მაისამდე იყო. შესაბამისად, ექსპორტიორები ამ სახის სასუქების ექსპორტს შეუზღუდავად მხოლოდ ივნისის თვეში შეძლებენ.

„ინტერფაქსის“ ცნობით, დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკებში სასუქების ექსპორტისას კვოტირების მექანიზმი არ იმოქმედებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები