მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა ფინეთს გაზის მიწოდება შეუწყვიტა

628889d70a390
გიორგი თოლორდავა
21.05.22 10:46
1406
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო კომპანია Gazprom-მა ფინეთის ენერგოსისტემას ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად შეუწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს.

რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ფინეთის მიერ NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის გაკეთებაა. გარდა ამისა, ფინეთი უარს აცხადებდა რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე, როგორც ამას კრემლი მოითხოვდა.

ოფიციალური ჰელსინკის განცხადებით, ქვეყნის ენერგოსისტემა სრულ მზადყოფნაში იყო მსგავსი გადაწყვეტილებისთვის. მათივე თქმით, რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვით ფინეთის მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნება, რადგან მთავრობამ უკვე მოიძია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროები.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის იმპორტის უდიდეს ნაწილს ფინეთი რუსეთიდან იღებდა, თუმცა თავად ქვეყნის ენერგეტიკული სისტემა გაზზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული და ის საერთო ენერგომოხმარების მხოლოდ მეათედს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები