მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი დაასანქცირა

ტაკეში ივაია

რუსეთის ფედერაციამ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტაკეში ივაია დაასანქცირა და პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. იაპონიის პირველი დიპლომატის გარდა, სანქცირებულთა შორის უკრაინაში იაპონიის ამჟამინდელი და ყოფილი ელჩები და რამდენიმე სახელმწიფო და კერძო კომპანიის დირექტორი მოხვდა, ჯამში რვა ადამიანი.

რუსეთის ფედერაციამ სანქციები იაპონიის ხელისუფლების მიერ იანვარში მიღებული სანქციების საპირწონედ მიიღო, რომლებიც რუსეთთან ერთად, ჩინეთის, არაბთა გაერთიანებულ საამიროების, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაილანდის, თურქეთის და ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებს და კომპანიებს შეეხოთ. სანქცირებულთა შორის მოხვდნენ, როგორც ბანკები, ასევე ქარხნები და 335 დასახელების პროდუქტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები