მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა, კიევში სამთავრობო შენობაზე მიიტანა იერიში

კიევი

რუსეთმა კიევში სამთავრობო შენობაზე მიიტანა იერიში. ღამით, დრონებით შეტევის დროს, დაზიანდა ერთ-ერთი სამთავრობო შენობა. როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, შენობა ცეცხლის ალში იყო გახვეული.

უკრაინის პრემიერი იულია სვირიდენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ "პირველად, სამთავრობო შენობის სახურავი და ზედა სართულები მტრის შეტევების დროს დაზიანდა. მეხანძრეები აქრობენ ხანძარს".

სამთავრობო შენობა ცენტრალური პეჩერსკის უბანში მდებარეობს.

გარდა ამისა, წუხელ რუსული შეტევების დროს, დედაქალაქ კიევში 16-სართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. დაშავდა 13 ადამიანი. ორი კი დაიღუპა. მსხვერპლს შორისაა ერთი წლის ბავშვიც, რომლის ცხედარიც ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტიმურ ტკაჩენკო მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ რუსეთი განზრახ ესხმის თავს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ღამით, რუსეთმა 805 დრონი და 13 რაკეტა გაუშვა. მათ შორის 751 ჩამოაგდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები