გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მასირებული იერიში მიიტანა, რის შედეგადაც სავაჭრო ცენტრი დაზიანდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.
როგორც ქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, სამი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი დროით 22:46 საათზე კიევსა და უკრაინის უმეტეს რეგიონში ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა. ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დედაქალაქის დესნიანსკის რაიონში რაკეტები სავაჭრო ცენტრს, სამრეწველო შენობასა და ერთ-ერთ არასაცხოვრებელ ნაგებობას მოხვდა.
























