მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთმა რუბლში ანგარიშსწორება გაზის გარდა, შესაძლოა სხვა საექსპორტო პროდუქტებზეც მოითხოვოს

62440c7e00b41
მარიამ ვარადაშვილი
30.03.22 16:00
785
გაზის გარდა რუბლში გადახდის ვალდებულება შესაძლოა რუსეთმა სხვა საექსპორტო საქონელზეც გაავრცელოს. ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ევროკავშირი გააფრთხილა და განაცხადა, რომ რუბლში გადახდის მოთხოვნის ვალდებულება შესაძლოა საწვავზე, მარცვლეულზე; ხე-ტყის მასალებსა და ქვანახშირზეც გავრცელდეს.

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სახელმწიფოებმა რუსეთს უკრაინაში ინტერვენციის გამო ეკონომიკური სანქციები დაუწესეს, ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს რუსული ბუნებრივი გაზის საფასურის გადახდა რუბლში მოუწევთ.

Reuters წერს, რომ ევროპის ქვეყნები რუსეთიდან იმპორტირებული გაზის საფასურს ძირითადად ევროში იხდიან. გუშინ “დიდი შვიდეულის” შვიდეულის ქვეყნებმა“ (G7) რუსეთის მოთხოვნაზე უარი განაცხადეს და ახალი პირობა "გაზპრომთან" არსებული კონტრაქტის ცალმხრივ ცვლილებად გამოაცხადეს.

“ევროპელმა პოლიტიკოსებმა საუბარი უნდა შეწყვიტონ, უნდა შეწყვიტონ გამართლების მცდელობა იმისა, თუ რატომ არ შეუძლიათ რუბლში გადახდა. თუ გაზი გინდა, რუბლი მოიძიე”,-აცხადებს ვოლოდინი და დასძენს, რომ ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი იქნება, თუ იმ საექსპორტო საქონლის სია გაფართოვდება, სადაც რუბლით ანაზღაურება სავალდებულო გახდება.

რუსეთი ევროაკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციების ნაწილს “ეკონომიკური ომის” გამოცხადებასაც კი უწოდებს, მაგალითად რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის მოცულობის სავალუტო რეზერვების გაყინვას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები