აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო უნდა დატოვოს და შეწყვიტოს ქვეყნის ოკუპაცია.
მეთიუ მილერმა ასევე თქვა, რომ ის სანქციები, რომელიც რუსეთისთვის არის დაწესებული, მიმართულია მისი ძალის შესამცირებლად, რაც რუსეთისთვის არის თავისი ქმედებებისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ნაწილი.
"ვფიქრობ, ნათლად ვთქვით სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ის, რასაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაცხადებთ, რომ რუსეთი უნდა გავიდეს და შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ამ პოლიტიკის მხარდაჭერას“, - განაცხადა მეთიუ მილერმა.
რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა.