მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთმა შესაძლოა ბენზინის ექსპორტი შეზღუდოს - Reuters

646cd33cb144d
BM.GE
23.05.23 19:29
1103
რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვას გეგმავს, რაც მიმართული იქნება საწვავზე ადგილობრივი დეფიციტის შემცირებისკენ - ამის შესახებ სტატიას საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით Reuters-ი აქვეყნებს. გამოცემამ კითხვით მიმართა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს, თუმცა მათგან აღნიშნულ საკითხზე განმარტება არ მიუღიათ.

Reuters-ის თანახმად, რუსეთის ფედერაცია ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ივლისიდან სახელმწიფო სუბსიდიას გაუნახევრებს, რაც ხარჯების დაზოგვის მიზნით გაკეთდება.

2023 წლის თებერვლიდან ევროკავშირმა რუსული გადამუშავებული ნავთობის იმპორტი აკრძალა, რაც დიზელს, ბენზინს, საავიაციო ნავთს და სხვა პროდუქტებს უკავშირდებოდა. ამის საპასუხოდ, რუსეთმა ამ პროდუქტების ექსპორტი გაზარდა სხვა ქვეყნებში, მათ შორის აფრიკის კონტინეტზე. თუმცა, აქ EU-ს ბაზრისგან განსხვავებულ შემოსავალს იღებს.

Reuters-ის თანახმად, რუსეთში რეგულარის მარკის ბენზინის ღირებულებამ 2021 წლის შემოდგომის შემდეგ ყველაზე მაღალ ფასს მიაღწია, ხოლო პრემიუმის მარკის ბენზინის ფასი რეკორდულ მაჩვენებელზე გავიდა და ტონაზე 778 დოლარი შეადგინა.

Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მაისში რუსეთმა 200,000 ტონა გადამუშავებული ნავთობის ექსპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც ზამთრის თვეებში ექსპორტი თვეში 600,000-700,000 ტონა იყო. ადგილობრივი მოხმარება კი პერიოდში თვეში 3 მილიონ ტონას შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები