რუსეთს სანქციებს იაპონიაც დაუწესებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მოსკოვის ქმედებები უკრაინის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის ხელყოფაა.
როგორც Reuters-ი წერს, იაპონია აკრძალავს რუსეთის მიერ გამოშვებული ბონდების ყიდვას, გაყინავს კონკრეტული პირების აქტივებს და აუკრძალავს მათ იაპონიაში მოგზაურობას.
“რუსეთის ქმედებები ნათლად ლახავს უკრაინის სუვერენიტეტს და წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართალთან. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ მის ქმედებებს და ძალიან გვინდა, რუსეთი დიპლომატიურ მოლაპარაკებებს დაუბრუნდეს”, - განაცხადა პრემიერმა ფუმიო კიშიდამ და დასძინა, რომ სანქციების დეტალები მუშავდება და მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.




























