მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთსა და უკრაინასთან გაზის ტრანზიტის თაობზე კონსულტაციებით ევროკომისია იმედგაცრუებულია

5db7e9e96e71c
მიხეილ ხაჩიძე
29.10.19 23:10
912
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შევჩოვიჩი რუსეთთან და უკრაინასთან გაზის ტრანზიტის შესახებ კონსულტაციების შედეგად იმედგაცრუებულია.  როგორც ევროკომისარმა მედიას განუცხადა, რუსეთმა და უკრაინამ უნდა გამოიყენონ "ყოველი დღე და ყოველი წუთი გაზის ტრანზიტზე მოლაპარაკების მიზნით".



”მე მოვამზადე შეხვედრა ისე, რომ პოზიტიური წინსვლა პოლიტიკური ნებით განხორციელებულიყო. დღეს ჩემი ზარი იყო, რომ დრო მიფრინავს და სწრაფი ნაბჯებით უნდა ვიმოქმედოთ, სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ იმედგაცრუებული ვარ დღევანდელი შედეგით", -  განაცხადა შევჩოვიჩმა.  


პოლიტიკოსმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვსა და კიევს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება უახლოეს მომავალში მიიღწევა.


შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში მომავალი წლიდან უკრაინის გავლით, ევროპაში რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ მოლაპარაკებები გუშინ გაიმართა. სამმხრივი კონსულტაციები 80 წუთი გაგრძელდა. შეხვედრას უკრაინისა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრები, გაზპრომისა და ნაფტოგაზის ხელმძღვანელები და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ესწრებოდნენ. ბრიუსელში მხარეებმა სამომავლო ხელშეკრულების მოცულობა, პირობები და სხვა დეტალები განიხილეს, საბოლოო ჯამში კი, გუშინდელ შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა.


როგორც რუსულენოვანი მედია იუწყება, მთავარი უთანხმოება ხელშეკრულების მოცულობასა და ვადებში მდგომარეობს. ევროკომისიას და კიევს სურთ, 10 წლის განმავლობაში - 60 მილიარდი კუბური მეტრის ტრანზიტი განახორციელონ, ხოლო გაზპრომი დაჟინებით მოკლევადიან ხელშეკრულებას მოითხოვს.


შეგახსენებთ, რომ სამმხრივი მოლაპარაკებები რუსული გაზის ტრანზიტთან დაკავშირებით სექტემბერში განახლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები