მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში 2025 წელს სომხეთთან ვაჭრობის განახევრებას პროგნოზირებენ

ტრაილერები

რუსეთში 2025 წელს სომხეთთან ვაჭრობის განახევრების მოლოდინი აქვთ. ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ვიცე-პრემიერის ალექსეი ოვერჩუკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რაც შეეხება რუსეთ-სომხეთის სავაჭრო ბრუნვას, ის უკვე მნიშვნელოვნად შემცირდა, ჩვენ ველით, რომ წლის ბოლომდე ვაჭრობა გასულ წელთან შედარებით განახევრდება. ანუ თუ გასულ წელს $12.4 მლრდ იყო, წელს $6 მილიარდის ფარგლებში, შეიძლება ცოტა მეტი იყოს“, - განუცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე“ ჟურნალისტებს.

რუსული მედიაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარე წელს სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაიწყო. რუსეთის და სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნავდნენ, რომ სომხეთის ერთდროული წევრობა ევროკავშირსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში შეუძლებელია. რუსეთის ვიცე-პრემიერი სომხეთის ევროინტეგრაციის პროცესის რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების ნეგატიურ გავლენაზე საუბრობდა. მისი ინფორმაციით, რუსულმა ბიზნესმა 2024 წელს სომხეთში ოპერაციების ეტაპობრივი შემცირება დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები