მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში ანტიკრიზისულ გეგმაზე ბიუჯეტიდან 1 ტრილიონ რუბლზე მეტი დაიხარჯება - Izvestia

622b24b44c0ea
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.22 14:41
1202
რუსეთის ეკონომიკის მხარდაჭერის პირველი ეტაპის ზომები ქვეყნის ბიუჯეტს 1 ტრილიონი რუბლი დაუჯდება. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემას „იზვესტია“ მთავრობის გეგმის პროექტზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხარჯების დიდი ნაწილი სესხის მომსახურების (496 მლრდ), ტრანსპორტის (275 მლრდ) და სამშენებლო (100 მლრდ რუბლი) დარგების სტიმულირებაზე მიიმართება. ამასთან, ახალ საკვანძო ინიციატივებს შორის, რომელიც დოკუმენტის ადრეულ ვერსიებში არ ფიგურირებდა, 1.4-დან 2 მლნ რუბლამდე დანაზოგის დაზღვევის ზღვარის გაზრდაა. ექსპერტები თვლიან, რომ ეს ზომა რუსეთის მოქალაქეებიდან დეპოზიტებზე რესურსების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, სესხების ხარჯებიდან 317.2 მლრდ რუბლი უმუშევარი მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შემთხვევაში სოციალურ გასაცემელზე მიიმართება; 67.9 მლრდ რუბლი სამუშაოდაკარგულ ან დაკარგვის რისკის წინაშე მდგარი დასაქმებულებისთვის დროებითი სამუშაო ადგილების შექმნისთვის გამოიყოფა; 42.1 მლრდ რუბლი საწარმოო კომპანიების თანამშრომელთა გადამზადების სუბსიდირებას მოხმარდება; 34.8 მლრდ რუბლი საზოგადო სამსახურის ორგანიზებაზე დაიხარჯება და 34 მლრდ რუბლი უმუშევართა გადამზადებასა და კვალიფიკაციაზე იქნება დახარჯული.

ტრანსპორტის მიმართულებით გაწერილი ხარჯი ახალი საინვესტიციო პროექტებისა და გაციფრულების მიზნით, რუსეთის რკინიგზის დამატებითი კაპიტალიზაციას ითვალისწინებს, რაზეც 250 მლრდ რუბლია გაწერილი. ავიაკომპანიების დასახმარებლად (კრედიტების სუბსიდირება, ლიზინგის გადახდა, მიმდინარე საქმიანობა) 25 მლრდ რუბლი დაიხარჯება.

მშენებლობის ხარჯები მოიცავს 18.7 მლრდ რუბლის მოცულობის შეღავათებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები