მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში არსებული საწარმოების წილებიდან გასვლა დავიწყეთ - Equinor

621c69060a0e4
მარიამ ვარადაშვილი
28.02.22 10:21
836
Equinor-ის დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, რუსეთში ახალ ინვესტიციებს აჩერებენ და რუსული კომპანიების წილებიდან გამოსვლის პროცესს იწყებენ. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციაა.

ნორვეგიული ენერგეტიკული კომპანიის ინფორმაციით, 30 წელზე მეტია რუსეთში მოღვაწეობენ, ხოლო 2012 წლიდან Rosneft-თან თანამშრომლობენ.

2021 წლის ბოლოსთვის რუსეთში კომპანიის გრძელვადიანი აქტივები 1.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. “მოლოდინი გვაქვს, რომ რუსული საწარმოებიდან გამოსვლის შემდეგ Equinor-ის რუსული აქტივები გაუფასურებას დაიწყებს”, - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები