მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ბიზნესი ქაღალდისა და მელნის დასაზოგად სასაქონლო ეტიკეტის შემცირებას ითხოვს

62ce780391e16
ვიქტორია მღებრიშვილი
13.07.22 12:00
640
რუსეთში ბიზნესი ქაღალდისა და მელნის დასაზოგად სასაქონლო ეტიკეტის შემცირებას ითხოვს.  მწარმოებლების აზრით, ქაღალდისა და მელნის დეფიციტის გამო, მიზანშეწონილია შეფუთვაზე პროდუქტის შესახებ უფრო ნაკლები ინფორმაცია იყოს დატანილი. "მიზანი ადმინისტრაციული ბარიერებისა და შესაფუთი მასალების შემცირებაა", - ამბობს ბიზნესი.

კერძო სექტორის შეთავაზებას რუსეთის მთავრობა განიხილავს. ვიცე-პრემიერმა ვიქტორია აბრამჩენკომ მიმდინარე წლის ივლისში უწყებებს „საქონლის ეტიკეტირების სფეროში“ რუსული სტანდარტის გადახედვის მოთხოვნით მიმართა. ამასთან, ვიცე-პრემიერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ ინიციატივასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია გააზრებული იყოს ის ინფორმაცია, რომელიც შეფუთვაზე იქნება დატანილი.

RBC-ს ცნობით, საქმე პროდუქტის შესახებ მუყაოზე ეტიკეტის დატანისას ინფორმაციის მიერ დაკავებული მინიმალური და მაქსიმალური ფართობის განსაზღვრას ეხება. საკითხის შესრულება რამდენიმე უწყებას ერთდროულად ეხება. მათ თავისი პოზიცია უნდა დაამუშაონ და 22 ივლისამდე უნდა წარადგინონ.

RBC-ს ინფორმაციითვე, სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი მწარმოებლებს შესაფუთი მასალების დეფიციტი მიმდინარე წლის ზაფხულში, დასავლეთის სანქციებისა და ლოგისტიკური დარღვევების გამო შეექმნათ. მარტის ბოლოს შვედური კომპანიის რუსული საწარმო Tetra Pak-მა სასურსათო შეფუთვის ასორტიმენტი წარმოებისთვის საჭირო ზოგიერთი კომპონენტის დეფიციტის გამო შეამცირა და 2-ლიტრიანი ღვინისა და სასმელების შეფუთვის წარმოება შეაჩერა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები