მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში ბრენდები Bershka, Zara და Massimo Dutti სავარაუდოდ, სხვა სახელით დაბრუნდებიან

640f2b0b215dd
მარიამ ვარადაშვილი
13.03.23 17:57
4674
რუსეთში Zara, Pull&Bear, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius და Oysho დაბრუნდებიან.

ტანსაცმლის ბრენდები შესაძლოა ახალი სახელის Ecru-ს ქვეშ გაერთიანდნენ. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS წერს, თავდაპირველად მაღაზიის გახსნა კომპანია Daher-თან ერთად მარტში იგეგმებოდა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ბრენდები რუსულ ბაზარს ნელ-ნელა ახალი სახელით დაუბრუნდებიან.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, Inditex ჯგუფმა, რომელიც Zara-ს, Pull&Bear-ს, Massimo Dutti-ის, Bershka-ს, Stradivarius-სა და Oysho-ს ფლობს, რუსეთში მუშაობა დროებით შეაჩერა. გასული წლის ოქტომბერში კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა ბიზნესის გაყიდვის შესახებ, ასევე ცნობილი გახდა მყიდველი Daher ჯგუფი. შეგახსენებთ, ომამდე რუსეთში Inditex ჯგუფი 500-ზე მეტ მაღაზიას ფლობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები