მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში დარჩენილი უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიების რეიტინგი

რუსეთის ეკონომიკა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ათასობით საერთაშორისო კომპანიამ რუსეთის ფედერაციის ბაზრის დატოვების და ოპერირების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ამ ტალღაში, ძირითადად, დასავლური კომპანიები ჭარბობდნენ, თუმცა მათი ადგილი მალევე დაიკავეს აზიურმა და რუსულმა კომპანიებმა, რომლებმაც აქტივები გამოისყიდეს და უკონკურენტოდ დარჩენილ ბაზარზე პოზიციების გამყარება დაიწყეს.

ამჯერად გაგაცნობთ Forbes-ის მიერ მომზადებულ იმ უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიების სიას, რომლებმაც რუსეთის ბაზარზე დარჩენა და საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტეს, თანაც ძალზე სარფიანად:

უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები რუსეთში:

1. Chery Auto
ინდუსტრია: ავტომობილები
შემოსავალი: $6.7 მლრდ
ზრდა: +300%

2. JT Group
ინდუსტრია: თამბაქო
შემოსავალი: $5.4 მლრდ
ზრდა: +11%

3. Philip Morris International
ინდუსტრია: თამბაქო
შემოსავალი: $4.9 მლრდ
ზრდა: +10%

4. PepsiCo
ინდუსტრია: სასმელები
შემოსავალი: $3.8 მლრდ
ზრდა: +11%

5. Great Wall Motor
ინდუსტრია: ავტომობილები
შემოსავალი: $3.6 მლრდ
ზრდა: +297%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები