მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“რუსეთში ეკონომიკის ვარდნის გაძლიერებას წლის II ნახევარში უნდა ველოდოთ“ - რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე

6342c9ef46482
ვიქტორია მღებრიშვილი
09.10.22 17:18
904
რუსეთის ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ასევე ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის მოადგილე, ქვეყნის ეკონომიკის ვარდნის გაძლიერებასა და დამატებითი სანქციების ეფექტს წლის მეორე ნახევარში ელის. ამის შესახებ სერგეი ალექსაშენკომ რადიო „მაესტროსთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისი შეფასების, რუსეთის ეკონომიკა ახლაც მცირდება, თუმცა სახელმწიფოს მიერ გაცხადებული სტატისტიკა სრულად რეალობას ვერ ასახავს.

„მინდა ოფიციალური სტატისტიკის მჯეროდეს, მაგრამ რუსეთში სტატისტიკაც, როგორც ბევრი სხვა რამ - ტყუილია. სტატისტიკას კი ეკონომიკური ისტორიის შეცვლა შეუძლია. რუსეთის ეკონომიკა შარშან 3%-ზე მეტად გაიზარდა, წელს კი ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 3%-ით შემცირდება. ეკონომიკური ზრდის 6%-ით შემცირება ომის ფასი და სანქციის შედეგია. ეს კი საკმაოდ სერიოზული ვარდნაა. ალბათ არ არის მართებული სანქციების გაზვიადება, რადგან ისინი რუსეთის ეკონომიკის ბირთვს - ნავთობის მოპოვებას, ნავთობის და ნავთობპროდუქტების ექსპორტს არ შეხებია. შესაბამისად, ძირითადი შეზღუდვები, რაც იყო შემოღებული, მაგალითად რუსული ნედლეულის ექსპორტის მიმართულებით, ივლის-აგვისტოში ამოქმედდა. ამიტომ ვფიქრობ, დამატებითი სანქციების გარკვეულ ეფექტს და ეკონომიკის ვარდნის გაძლიერებას წლის მეორე ნახევარში ვიხილავთ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არ იქნება რაღაც რადიკალური, ვინაიდან ნახშირი, ფოლადი, ხის მასალები, რაც ევროპის ბაზარზე გადის, ძალიან მნიშვნელოვანია ცალკეული კომპანიებისთვის, ეს შეიძლება მათი წარმოების 20-30-40% იყოს, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის, მშპ-ს ერთი მეათედი პროცენტია. ეს კი რუსეთისთვის სერიოზულ დარტყმად ვერ შეფასდება“, - განმარტა ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.

კითხვაზე - იქნება თუ არა ეკონომიკის შემცირება, რუსეთისთვის მტკივნეული, სერგეი ალექსაშენკო ამბობ, მისთვის 6%-იანი ვარდნა სანქციების მიერ გამოწვეული მძიმე შედეგია.

„უნდა გვესმოდეს, რომ სანქციების ზეწოლა მომავალ წელსაც გაგრძელდება, მათ დაემატება ტექნოლოგიური ზეწოლაც, საუბარია რუსეთში ტექნოლოგიების ექსპორტზე. აქედან გამომდინარე, ის ექსპერტები, რომლებიც ამბობდნენ, რომ დღეს რუსეთის ეკონომიკა 20%-30%-ით ჩამოიქცეოდა, მათ ალბათ რთულად წარმოუდგენიათ რას წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკა. შესაბამისად, ჩემი აზრით, 6%-იანი ვარდა ძალიან სერიოზული შედეგია. გასაგებია, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონში რუსეთის ეკონომიკის მეტად შემცირებას ისურვებდნენ, მაგრამ ასეთი შედეგისთვის სანქციები უნდა შეხებოდა ნავთობს, რაც ჯერჯერობით არ გამოუვიდათ ან არ ისურვეს“, - თქვა ყოფილმა მაღალჩიმოსანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები