მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში განვითარებულ მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ - კობახიძე

6496bf3c0bbc2
მარიამ ვარადაშვილი
24.06.23 13:58
1555
“ქართული ოცნების” დავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. “რუსეთში განვითარებულ მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ. ეს არის ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ. ბუნებრივია, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ”,-ამბობს კობახიძე.

მან ასევე ისაუბრა ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომელმაც მთავრობას მოუწოდა დროებით ჩაკეტოს რუსეთთან საზღვარი.

„ქვეყნის უსაფრთხოება დაცულია, ყველაფერი დაცულია, ამაზე ზრუნავენ სახელმწიფო უწყებები, სახელმწიფო დგას მყარად უსაფრთხოების სადარაჯოზე და არავის მითითება, მით უმეტეს გახარიასი, არ ჭირდება“, -აცხადებს კობახიძე.

მისივე თქმით, საქართველო სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ვერ ჩაერევა: "ვერ ჩავერევით ვერცერთი სახელმწიფოს მათ შორის, ვერც რუსეთის შიდა პოლიტიკაში. ეს არის არის ჩვენი საქმე. უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას და დავიცვათ მისი უსაფრთხოება და სწორედ ამაზე ზრუნავს საქართველოს ხელისუფლება".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები