მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში „კნოპკებიანი“ ტელეფონები დაბრუნდა

628b4e9164587
ნინო ტაბატაძე
23.05.22 13:25
1670
რუსეთში „კნოპკებიანი“ ტელეფონები დაბრუნდა. რუსული სააგენტო RBC წერს, რომ 2022 წლის პირველ კვარტალში რუსეთში ღილაკებიანი ტელეფონების იმპორტი 43%-ით გაიზარდა და 3.5 მლნ ერთეულს მიაღწია, რაც 2017 წლის მაჩვენებლის ტოლია.

ანალიტიკური ცენტრის GS Group -ის მონაცემებით, ამავე პერიოდში სმარტფონების იმპორტი 14%-ით, 6.8 მლნ მოწყობილობამდე დაეცა. მთლიანობაში იანვარ- მარტში რუსეთში 10.3 მლნ ტელეფონის და სმარტფონის იმპორტი განხორციელდა. ბაზრის მოცულობა კი, ტელეფონების 10%-იანი გაძვირების გამო, გაიზარდა და 197 მლრდ რუბლი შეადგინა.

ანგარიშით ირკვევა, რომ პირველ კვარტლაში ღილაკებიანი ტელეფონების იმპორტის უდიდესი წილი სამ რუსულ ბრენდზე მოდიოდა - Inoi -ზე, F+ -სა და BQ -ზე.

შეგახსენებთ, უკრაინაში შეჭრის გამო სმარტფონების მწარმოებელმა საერთაშორისო ბრენდების ნაწილმა რუსეთისთვის ტელეფონების მიწოდება შეაჩერა. მათ შორის  Apple -მა  და Samsung-მა.  ლოგისტიკის პრობლემებისა და ფასების გამო, მარტში 2-ჯერ შემცირდა ჩინური Xiaomi -ს Huawei -სა და Oppo-ს მიწოდებაც.

დღეისათვის რუსეთს პარალელური იმპორტი აქვს დაშვებული, რაც საშუალებას იძლევა მესამე ქვეყნებიდან იმპორტირებული საქონლის მიმწოდებლებმა პროდუქცია სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე გაყიდონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები