რუსეთი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათში ახალი კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობამ რეკორდულად მაღალ რიცხვს მიაღწია და 3,388 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
საერთო ჯამში, რუსეთში კორონავირუსის 24,490 შემთხვევაა დადასტურებული.
დაავადებამ რუსეთის ყველა რეგიონში მიაღწია, გარდა დასავლეთ ციმბირისა, რომელიც ქვეყანის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული ადგილია.
აღსანიშნავია, რომ შემთხვევების უმეტესობა მოსკოვში ფიქსირდება - 14,776. ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ორ-სამ კვირაში საავადმყოფოებში საწოლების არასაკმარისი რაოდენობა იქნება და 24-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულების მომზადებას აპირებენ, რომლებმიც იზრუნებენ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობაზე.




























