მურმანსკის და "ხიბინის" აეროპორტებში ავიამიმოსვლა დროებით შეიზღუდა. მიზეზი დრონებით თავდასხმის საფრთხეა.
„როსავიაციის“ ინფორმაციით, შეზღუდვები მოსკოვის დროით 15:38 საათიდან ამოქმედდა. ”საჰაერო ეკიპაჟები, საჰაერო მოძრაობის მარეგულირებლები და აეროპორტის სამსახურები იღებენ ყველა საჭირო ზომას ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,” - ამბობს „როსავიაციის“ წარმომადგენელი არტემ კორენიაკო.
აღსანიშნავია, რომ 27 ივლისს, თათარსტანში აეროპორტების მუშაობაზეც დაწესდა შეზღუდვები.