მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთში საფონდო ბირჟის გახსნა გადაიდო

621c867d7551e
BM.GE
28.02.22 12:21
1300
რუსეთი მსხვილი ბანკების SWIFT-იდან ჩახსნის და რუსეთის ცენტრალური ბანკის დასავლური აქტივების გაყინვიდან პირველივე სავაჭრო დღეს რუსული რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. პანიკური ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის საფასური 107 რუბლს შეადგენს, რაც 24 საათში 27%-იანი გაუფასურებაა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუბლმა ღირებულების 30%-ზე მეტი დაკარგა.

რუსეთში საბანკო და სავაჭრო პანიკაა მოსალოდნელი, დღეს ქვეყნის საფონდო ბირჟის გახსნა 16:00-მდე გადაიდო, (მოსკოვის დროით 15:00 საათი) იქამდე კი კომპანიები ამზადებენ გეგმებს, რა მოიმოქმედონ რეკორდული ვარდნის და ბირჟის სრული კოლაფსის შესარბილებლად.

რუბლის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე, ქვეყანაში რეკორდული ინფლაციის საფრთხე შეიქმნა, რის გამოც, დღესვე რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5%-დან 20%-მდე გაზარდა. ასეთი მაღალი რეფინანსირების განაკვეთი რუსეთში აქამდე არ ყოფილა. 

რუსეთის ცენტრალური ბანკი დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაში წერს, რომ "ვითარება კარდინალურად შეიცვალა". შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით, რუბლში არსებული სესხების განაკვეთები მკვეთრად გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები