მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთში სამდღიანი საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო

რუსეთი არჩევნები

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. ამომრჩევლებს თავიანთი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა სამი დღის განმავლობაში, კვირის ჩათვლით ექნებათ.

არჩევნებში ოთხი კანდიდატია დარეგისტრირებული. თავად ვლადიმირ პუტინის გარდა, არჩევნებში ლეონიდ სლუცკი, ვლადისლავ დავანკოვი და ნიკოლაი ხარიტონოვი მონაწილეობს. თუმცა ყველას კარგად ესმის, რომ მიმდინარე არჩევნების შედეგად პუტინი მეხუთე ვადით გაპრეზიდენტდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ამ პოსტზე კიდევ მინიმუმ 2030 წლამდე იქნება.

როგორც მოსალოდნელია, პუტინის კონკურენტები არჩევნებში ხმების მინიმალურ რაოდენობას მიიღებენ. აღსანიშნია, რომ არცერთი მათგანი რუსეთის უკრაინაში შეჭრას არ ეწინააღმდეგება. უფრო მეტიც, მაგალითად ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, სლუცკიმ ისიც განაცხადა, რომ მოქალაქეებს პუტინის წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ არ მოუწოდებს. „სლუცკისთვის ხმის მიცემა აბსოლუტურად არ ნიშნავს პუტინის წინააღმდეგ ხმის მიცემას“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, პუტინის რეალური კონკურენტები არჩევნებში ვერ იღებენ მონაწილეობას, მათი ნაწილი ან გარდაცვლილია (ალექსეი ნავალნი), ან ციხეშია (ვლადიმირ კარა-მურზა), ან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მათი კანდიდატურა დაბლოკა (ბორის ნადეჟდინი).