რუსული მედიის ინფორმაციით, ამურის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი გაუჩინარდა. როგორც იტყობინებიან, ბორტზე 40 მგზავრი იმყოფება.
საუბარია რუსული ავიაკომპანია Ангара-ს An-24 ტიპის თვითმფრინავზე. იგი ხაბაროვსკი-ტინდას მარშრუტზე ასრულებდა რეისს, როცა მასთან კავშირი გაწყდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, საძებნელად მაშველები გაგზავნილია.




























