მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„რუსეთთან ფრენებთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ გვაქვს“ - მინისტრი

6225c7e30a26a
ვიქტორია მღებრიშვილი
07.03.22 13:05
794
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შესახებ და აცხადებს, რომ „ეს მგრძნობიარე საკითხია“. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც რუსული მხარის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შესაძლო აღდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას შეეხებოდა.

„ჩვენ არანაირი კომუნიკაცია ფრენებთან დაკავშირებით არ გვაქვს. თუ რაიმე ინფორმაცია იქნება თქვენ ასევე გაიგებთ. დაველოდოთ ოფიციალურ კომუნიკაციას. ჩვენ გვესმის საკითხების მგრძნობიარობა და აქედან გამომდინარე ფრთხილები ვართ და მათ შორის ფრთხილები ვიქნებით გადაწყვეტილებებში“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები