ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასლან ბჟანია ამზადებს დოკუმენტს, რომლის მიხედვით, "რუსეთ-აფხაზეთს შორის საინვესტიციო შეთანხმების შესახებ კანონს" ე.წ. პარლამენტიდან გაიწვევენ.
ე.წ. ადმინისტრაციის ცნობით, გადაწყვეტილება "რესპუბლიკაში" სტაბილურობის შესანარჩუნებლად მიიღეს.
პარალელურად, ე.წ. პარლამენტთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ათასობით მოქალაქეა შეკრებილი. ისინი "კანონპროექტის" გაწვევას და ასლან ბჟანიას გადადგომას ითხოვენ. რამდენიმე მოქალაქე ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრა.