2024 წლის 8 თვეში საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რითაც რუსეთი სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილზეა თურქეთის შემდეგ. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კლება 2.9%-ია.
$1,1 მილიარდიდან ექსპორტი მხოლოდ 468.4 მლნ აშშ დოლარია, აქედან, ადგილობრივი ექსპორტი 376.5 მლნ აშშ დოლარია.
იმპორტის მიხედვით, რუსეთი ჩამონათვალში მესამეა, ექსპორტის კუთხით კი - მეოთხე.
საქართველოდან ექსპორტმა 8 თვეში 468.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე 1.6%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში საექსპორტო ჩამონათვალში აღარ არის ავტომობილები, რაც რეგულაციების ეფექტია. ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში საქართველოდან რუსეთსა და ბელარუსში ავტომობილების რეექსპორტი გასული წლის 1 სექტემბრიდან აიკრძალა. იქამდე კი, 8 თვეში, საქართველოდან რუსეთში 66.6 მლნ-ს ავტომობილები გადაიყიდა.
ხუთეულში აღარ არის ფეროშენადნობებიც, რომელიც გასულ წელს რუსეთში გაყიდული რიგით მესამე სასაქონლო ჯგუფი იყო.
იანვარ-აგვისტოს TOP-10 საექსპორტო პროდუქტი:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $135.9 მლნ (ზრდა 17.5%);
- სპირტიანი სასმელები - $96,9 მლნ (ზრდა 65.5%);
- მინერალური და მტკნარი წყლები - $55.1 მლნ (ზრდა 22.1%)
- ტკბილი გაზიანი სასმელები - $42.3 მლნ (ზრდა 0.9%);
- ახალი გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - $26.2 მლნ (ზრდა 12.5%);
- ბოსტნეულის და ხილის სხვა ნაყოფები - $24.7 მლნ (ზრდა 30.6%);
- დაკონსერვებული ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები - $20.7 მლნ (ზრდა 83%);
- ციტრუსი - $7.1 მლნ (ზრდა 222.7%);
- ელექტრული წყალგამახურებლები - $6.4 მლნ (კლება 49.6%);
- სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევები - $6.9 მლნ (ზრდა 56.8%).
საქართველოში რუსეთიდან იმპორტი 4.7%-ით შემცირდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. სტრუქტურა და თანხის ოდენობის ცვლა, ძირითადად განპირობებულია რუსეთის მიერ ე.წ. საბაჟო გადასახადის სხვადასხვა პროდუქტზე მოხსნა/დაწესებით.
იანვარ-აგვისტოს TOP-10 იმპორტირებული პროდუქტი:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $365 მლნ (კლება 15.8%);
- ნავთობის აირები - $109.1 მლნ (ზრდა 13.2%);
- ფოლადის ნახშირბადიანი წნელები - $45 მლნ (ზრდა 55.1%);
- ხორბალი და მესლინი - $42.5 მლნ (ზრდა 32.2%);
- კოქსი და ნახევარკოქსი ქვანახშირის, ლიგნიტის ან ტორფისაგან - $31.7 მლნ (ზრდა 18.2%);
- ბოცები და ბოთლები - $29,6 მლნ (კლება 14.2%);
- მზესუმზირას ზეთი - $24.5 მლნ (ზრდა 7.9%);
- ცოცხალი ღორები - $19.3 მლნ (ზრდა 19.1%);
- შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - $16.4 მლნ (ზრდა 5.1%);
- შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების - $15.9 მლნ (ზრდა 3.9%).