მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, იტალია გაზის იმპორტს ალჟირიდან ზრდის

6252cd271e54e
გიორგი თოლორდავა
10.04.22 17:00
1237
რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებისა და მიწოდების წყაროების დივერსიფიცირების მიზნით, იტალია გეგმავს, რომ ბუნებრივი აირის იმპორტი ალჟირიდან გაზარდოს.

Reuters-ის ინფორმაციით, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი, ენერგეტიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ხვალ ალჟირს ეწვევა, რათა ხელი მოეწეროს შეთანხმებას გაზის მიწოდების მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი აირის იმპორტის 40%-ს იტალია რუსეთის ფედერაციიდან იღებს, უმსხვილეს მიმწოდებლებს შორის მეორე ადგილზე კი ალჟირია, რომელიც წლიური მოთხოვნის 31%-ს აკმაყოფილებს. იტალიის მთავრობის ცნობით, ალჟირისა და ტუნისის დამაკავშირებელი მილსადენი მხოლოდ 2/3 დატვირთვის მუშაობს, მიწოდების მოცულობის გაზრდა კი სავსებით შესაძლებელია.

„ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი დამოკიდებული ვიყოთ მხოლოდ ერთი ქვეყნის [რუსეთის] გადაწყვეტილებებზე, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს თავისუფლებას და კეთილდღეობას. ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიცირება აუცილებელია“, - განაცხადა მარიო დრაგიმ.

მთავრობის ვარაუდით, ალჟირის დახმარებით რუსეთიდან იმპორტირებული გაზის თითქმის მესამედის ჩანაცვლება იქნება შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები